ჭიათურაში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა მუნიციპალიტეტის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მისცა.

“მე მხარი დავუჭირე ჩემი ქალაქის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას, დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს დამიჭერს და პირველივე ტურში გავიმარჯვებთ” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურაში მუნიციპალიტეტის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...