ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა დაიწყეს

“ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავეთა გაფიცვასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაღაროელები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

“გუშინ ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება” – განმარტავენ პროფკავშირებში.

მაღაროელებმა გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 მაისს მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...