ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჭიათურელი მაღაროელების აქცია ამ წუთებში, ჭიათურის ცენტრში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დროებით შეჩერებულ სამუშაოებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არ აქვთ იმედი, სამუშაოების განახლების და სამსახურში დაბრუნების.

ჭიათურელი მაღაროელები, ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.კერძოდ ისინი სახელფასო დანაკლისის 40 %-ის ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან საბანკო ვალდებულებები აქვთ და ხელფასის 60%, რომელსაც კომპანია დროებით უმუშევრობის დროს გადაუხდით, არაა საკმარისი კრედიტების დასაფარად.

ჭიათურის გამგებლის, სულხან მახათაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, ის რასაც მაღაროელები მოითხოვენ, შეუძლებელია შესრულდეს,რადგან დავა კერძო კომპანიასა და მის დასაქმებულებს შორის მიმდინარეობს.

ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქციებს, რუსთავის მეტალურგიული ქარნის, ზესტაფონის ფეროს და ტყიბულის მაღაროს მუშებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ რომ 20 იანვრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებდა 4 თვით მუშაობა შეწყვიტა, საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასებისა და კომპანიის მფლობელობაში დაგროვილი მანგანუმის ჭარბი რაოდენობის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად