ჭიათურაში გარდაცვალილი 30 წლამდე ქალის ოჯახი, სასწრაფოს ექიმს ადანაშაულებს

ჭიათურაში, 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მას ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ვერსია ლაბორატორიულად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარებას ადანაშაულებენ, მათი თქმით, ექიმებმა პირველ გამოძახებაზე ავადმყოფი სტაციონარში გადაყვანის რეკომენდაცია არ მისცეს, რის გამოც მისი მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნა.

“სასწრაფო როდესაც პირველად მოვიდა, გვითხრეს, არაფერი სჭირს ამას ისეთი რომ გადასაყვანი იყოსო. ბევრი სიტხე ასვითო. მათ რომ ეთქვათ, წადით სავადმყოფოში დაწექით, შესაძლოა ახლა ცოცხალი იყოს”, – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად