ჭიათურაში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ჭიათურაში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის ვირუსულ ინფექციას ემსხვერპლა. დაღუპული მკურნალობის კურსს „ჯეო ჰოსპიტალში“ გადიოდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძენ “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა ქალის გარდაცვალების მიზეზად ვირუსული ინფექტია ჯერ არ დასტურდება, კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„როგორც ჩემთვისაა ცნობილი ის სამედიცინო დაწესებულებათა სუნთქვის მწვავე უკმარისობითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. აღენიშნებოდა ტკივილები გულისა და მუცლის არეში. ვირუსული ინფექცია ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ დასტურდება“,-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად