ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” დააფუძნა

ორგანიზაციის წევრების თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ იდგემება.

“მომავლის ჭიათურას” დამფუძნებლის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის, მიგრაციის და სოციალური მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.

“ჩვენ დავაფუძნეთ ორგანიზაცია და გვინდა, რომ ქალაქში გადაიდგეს პოზიტიური ნაბიჯების ჭიათურის საკეთილდღეოდ. რაიონში არის უმძიმესო სოციალური მდგომარეობა, ასევე ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე ვართ. მოგეხსენებათ, რომ მაისში ჭიათურაში არჩევნები ჩატარდება, სადაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, რომ არ დაასახელონ პარტიული კანდიდატები და მოხდეს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც საზოგადოებისგან მაღალი ნდობა ექნება,”- აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...