ჭიაბერაშვილი: უნდა უთხრან საზოგადოებას, რა თანხა მიაქვს “ქართულ ოცნებას” საკუთარ ჯიბეში

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად ემზადებიან. ისინი გიორგი კაკაურიძესთან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

„მათ უნდა უთხრან საზოგადოებას, რა თანხა მიაქვს „ქართულ ოცნებას“ საკუთარ ჯიბეში და რა თანხას აკლებს ის ქვეყნის კეთილდღეობას. მეორე მწვავე თემა ეს არის ე.წ. ოქროს სია, როდესაც ქვეყანაში ისედაც ცუდი კლიმატია, ასეთ დროს კიდევ რეგულაციების გართულება ბიზნესისთვის არის მთავარი წყარო პრობლემების,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...