ჭიაბერაშვილი: ცხოვრების გაძვირება გამოიწვია 2012 წლიდან “ქართული ოცნების” სოციალისტურმა მიდგომებმა

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიდგომების გამო, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში მოსალოდნელია კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა, მეტი ჩრდილოვანი ეკონომიკა, ხალხის გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება გამოიწვია “ქართული ოცნების” სოციალისტურმა მიდგომებმა, რომელსაც ის 2012 წლიდან ახორციელებს.

“ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება გამოიწვია 2012 წლიდან “ქართული ოცნების” სოციალისტურმა მიდგომებმა და  ბინზნესსა და ეკონომიკაზე გადებულმა უამრავმა მუხრუჭმა რეგულაციების სახით. ბატონები: ცქიტიშვილი და ნაცვლიშვილი დღეს თვლიან, რომ “ქართულმა ოცნებამ” არასაკმარისი მარქსისტობა გამოიჩინა და ამის გამოა ცხოვრების გაძვირება და გაჭირვება, თორემ უფრო თანმიმდევრული მარქსისტული მიდგომები, რომ განეხორციელებინა “ქართულ ოცნებას”, დღეს მათი თვალსაზრისით კომუნიზმში უნდა გვეცხოვრა. ამიტომ ისინი  ფიქრობენ რომ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, რაც “ოცნებას” დარჩა, უნდა მოახერხონ მეტი მარქსიზმის დანერგვა, რათა მათი აზრით, კომუნიზმში შევიდეთ. სინამდვილეში, რასაც ეს გამოიწვევს, იქნება კიდევ უფრო დაბალი, ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო მეტი ჩრდილოვანი ეკონომიკა, კიდევ უფრო ჩვენი ხალხის გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება”-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად