ჭიაბერაშვილი: სწრაფი ტესტები საავადმყოფოს პაციენტთა ნაკადის მართვას უადვილებს

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ კორონავირუსის ვითარებაში ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა.

„თავის დროზე საზღვრების ჩაკეტვა მოხდა დროულად და კარგი იყო, რომ სწავლა არ განახლდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ამან მნიშვნელოვნად იმუშავა სოციალურ დისტანცირებაზე. რა თქმა უნდა ამაზე მუშაობს ის, რომ სახლში ზის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეტ-ნაკლებად მოქალაქეები ვიცავთ ამას. ეკონომიკის ნაწილში მთავრობა მნიშვნელოვნად აგვიანებს გამოაცხადოს ეკონომიკური დახმარების პაკეტი, იმიტომ რომ მოქალაქეებს რაც არ უნდა ესმოდეთ სახლში ჯდომის აუცილებლობა, ჯანდაცვის საფრთხეებიდან გამომდინარე ძალიან უჭირთ ეს მიიღონ, როცა ხედავენ რომ დანაზოგი ილევა, შემოსავლები შემცირებულია და ელოდებიან მთავრობისგან პასუხს იმასთან დაკავშირებით რა იქნება ხვალ”-ამბობს ჭიარებაშვილი.

მან ასევე სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი ტესტები საავადმყოფოებს პაციენტების ნაკადის მართვას გაუადვილებს.

“სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისთვის. ვგულისხმობ ნაცხის სწრაფ ტესტს, რომელსაც სჭირდება იმ ტესტებით გადამოწმება, რასაც ლუგარის ლაბორატორია იყენებს, მაგრამ ეს სწრაფი ტესტები უადვილებს საავადმყოფოს მართოს პაციენტთა ნაკადი. დაიცვას პაციენტები და მედპერსონალი ინფიცირებისგან“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად