ჭიაბერაშვილი: სწორედ რუსეთის ინტერესშია რომ საქართველოს ასეთი კორუმპირებული რეჟიმი მართავდეს

“ასეთი რეჟიმის შენარჩუნება მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ‘კვირის აქცენტებში” საუბრისას განაცხადა.

“სწორედ მოსკოვის და რუსეთის ინტერესშია ის რომ საქართველოს მართავდეს ასეთი კორუმპირებული რეჟიმი, როგორიც არის, რომელიც ასუსტებს და შლის სახელმწიფო ინსტიტუტებს. ასუსტებს და აღარიბებს საზოგადოებას. ასეთი რეჟიმის შენარჩუნება მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია, ასევე, იმ მცირე ელიტის “ქართული ოცნების”, რომელიც ბიძინა ივანიშვილი სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით იკვებება. დანარჩენი საზოგადოება ღარიბდება”,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...