ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში შერჩევითი პოლიტიკური სამართალი გვაქვს

“ქვეყანაში გვაქვს შერჩევითი პოლიტიკური სამართალი”,-ამის შესახებ, „”ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მურუსიძე-ურთმელიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ შეტევა მიიტანა ოქრუაშვილზე, ბეჟან ლორთქიფანიძე და სხვებზე, როცა კორცხელში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე რეალური მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად დღემდე არავინ დაუკავებიათ.

” ურთმელიძე-ჩინჩალაძის სასამრთლომ შეტევა მიიტანა ოქრუაშილზე და ბეჟან ლორთქიფანიძეზე. სხვა დამიანებზე, რომლებიც წინასწარპატიმრობაში ჰყავთ 20 ივნისის მოვლენების გამო. მაშინ, როდესაც კორცხელი ე.წ. გმირები, რომლებიც კადრებია,რომ ურტყამენ პოლიციელებს ერთი დღე საპატიმროში არ ყოფილან, რაც ცხადად მიუთითებს,რომ ქვეყანაში გვაქვს შერჩევითი პოლიტიკური სამართალი,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად