ჭიაბერაშვილი: ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი- ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, გაუმართლებელია ბიუჯეტში აუთვისებელი თანხა რჩებოდეს, როცა ათასობით ადამიანი მედიკამენტს გაჭირვების გამო ვერ ყიდულობს.

“მაისში, დაახლოებით, 4000 ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. უფრო მეტი და მეტი ადამიანი ითხოვს წამალზე ხელმისაწვდომობას, რადგან წამალი არის ჩვენს ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა.

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად