ჭიაბერაშვილი პრეზიდენტზე: მთელი ქვეყანა ლოცულობს როცა ქვეყნის გარეთ მიდის, საზიანო განცხადება არ გააკეთოს

“როდესაც ქვეყნის გარეთ მიდის სალომე ზურაბიშვილი მთელი ქვეყანა ლოცულობს, რომ მან ისეთი განცხადება არ გააკეთოს, რომელიც ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას.”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“ქართული ოცნება” ვითომ სიტყვით აკრიტიკებს პრეზიდენტის ქმედებას, იქნება ეს ასეთი გაუგონარი შეწყალებები თუ ის დამაზიანებელი განცხადებები, რომელსაც ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით აკეთებს, მაგრამ საქმით ისინი ბიუჯეტს უზრდიან, რითაც ადასტურებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არა მარტო ძალით გაიყვანა სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე, არამედ ისინი აგრძელებენ მის მხარდაჭერას,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...