ჭიაბერაშვილი: პოლიტიკური უსინდისობაა, რომ 2003 წლისა და 2012 წლის ეკონომიკის პირობები შევადაროთ

“ეს არის პოლიტიკური უსინდისობა, რომ ჩვენ შევადაროთ “ვარდების რევოლუციის” ეკონომიკური სასტარტო პირობები და 2012 წლის სასტარტო პირობები ქართული ოცნების”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა, რომელმაც დებატებისას”ქართული ოცნების” წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა:

“ჩვენ ყველანი მოვდივართ 90-იანი წლების უკიდურესი სიღარიბიდან, როცა 45% იყო სიღარიბე, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად არ არსებობდა და რა თქმა უნდა, როდესაც 2012 წელს თქვენ მშვიდობიანად გადაიბარეთ ხელისუფლება, 2003 წელთან შედარებით დაგხვდათ უკეთესი სასტარტო პირობები ყველა მიმართულებით. ბიზნესის კეთების სიმარტივეში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ლანძღავდნენ, ათეულში ვიყავით. სიღარიბის მაჩვენებელში ჩამოვედით 26%-მდე და სვლა უნდა გავაგრძელოთ. პრობლემა იმაშია, რაც აჩვენა გაეროს ბავშვთა კვლევამ, რის გამოც გაუშვით ვითომ კვირიკაშვილი. თქვენ ეს მონაცემები აიყვანეთ 2013 წლის მონაცემებზე უფრო მაღლა. თქვენ ყველაფერს გამოსწორების წინააღმდეგ აკეთებთ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად