ჭიაბერაშვილი “ოცნებაზე”: ყოველი მომდევნო არჩევნები მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს, ხელისუფლებას როგორ ეპოტინებიან

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მეორე ტურში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის გამარჯვების მიზნით, ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებამ ნახა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნებს რა მეთოდებით ატარებენ.

„ყოველი მომდევნო არჩევნები მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს, ხელისუფლებას როგორ ეპოტინებიან. ამის მიუხედავად, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია იქნება, რომლებმაც თავისი საპროტესტო ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქსირეს, თუმცა მხარი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირეს. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ყველა მოქალაქემ დაინახოს, რომ არჩევნების გზით „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...