ჭიაბერაშვილი: “ოცნება” ივლისში პუტინის გინებით ხსნიდა ლარის რყევას – ახლა ვინ აგინა პუტინს?!

ლარი გვეუბნება, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია დაიწიოს უმუშევრობა, შეუძლებელია შეჩერდეს ფასების ზრდა და რამე ეშველოს ამ გაზრდილ გაჭირვებას და სიღარიბეს – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა.

“ლარის ამ ჟამინდელ რყევაზე მარტივი კითხვა უნდა დავსვათ: „ახლა ვინ აგინაპუტინს?“ ანუ უნდა გავიხსენოთ, როგორ იმართლებდა თავს ქართული ოცნება ივლისში, როდესაც პუტინის გინებით ხსნიდნენ ლარის რყევას, მაგრამ ლარის ამჟამიდელი რყევა ისევე როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლარის მდგომარეობა ზუსტად ასახავს ჩვენს გაჭირვებულ ყოფას და ჩვენს ეკონომიკურმდგომარეობას.

ლარი გვეუბნება, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია დაიწიოს უმუშევრობა, შეუძლებელია შეჩერდეს ფასების ზრდა და რამე ეშველოს ამ გაზრდილ გაჭირვებას და სიღარიბეს.

ამიტომ ლარის და ჩვენი ზოგადი მდგომარეობის გამოსავალი უნდა ვიცოდეთ, რაც არის არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების არჩევა და ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანი სასამართლოს რეფორმა, დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად