ჭიაბერაშვილი: ოღონდ რამე გამოვგლიჯოთ “ოცნებას” და იყოს საარჩევნო ბიუჯეტი

“გაგიკვირდებათ და ორ რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ აკაკის [ზოიძე]. პირველი, მართლა უსაგნო დისკუსიაა, რაც დაკავშირებულია საარჩევნო ბიუჯეტთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“იყოს საარჩევნო ბიუჯეტი და იყოს თუნდაც ეს ზრდა. ქართულ ოცნებას” თუ რამეს გამოვგლიჯავთ ხელიდან, რომ მისმა ბიუროკრატიამ პრემია-დანამატები არ დაირიგოს, დაე იყოს. მაგრამ შემოდგომა ზამთრის ინფლაციის ფონზე პენსიის 20 ლარიანი მატება ამ ხელისუფლებას ვერ გადაარჩენს საარჩევნოდ.

მეორე საკითხი, რაშიც დავეთანხმები , რა თქმა უნდა ადამიანზე ორიენტირებული უნდა იყოს. შევარდნაძის პერიოდში 24 სახის გადასახდი იყო და საგადასახადო ტვირთი გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ კორუფციაც მაღალი იყო. გადასახადი არ იკრიფებოდა და სახელმწიფო უძლური იყო, რომ თუნდაც პენსია დაერიგებინა. აქეთკენ მიჰყავს ქართულ ოცნებას საქმე. 24-დან შევამცირეთ გადასახადი 6-მდე? შევამცირეთ საგადასახადო წნეხი? კიდევ შესამცირებელია. როცა ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან უჭირს და ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს, ვერ ჩამოვკიდებთ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაღარიბდება და მოუწევს ჩამოეკიდოს სახელმწიფო ბიუჯეტს, მით უფრო ნაკლები თანხა იქნება გადასანაწილებელი თითოელ ადამიანზე და ოჯახზე, ვისაც დახმარება სჭირდება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად