ჭიაბერაშვილი: ხელფასები ეზრდებათ და ამით სარგებლობენ “ქართული ოცნების” ბობოლა ჩინოვნიკები

“ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხარჯზე იჭმება ის ფული, რომელიც საზოგადოებას აკლდება საბოლოო ჯამში, რომელიც ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მაღალჩინოსნები იქმნიან კომფორტს ხალხის ხარჯზე.

“როცა ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს რატომ ეცემა ლარი, მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ფლანგვა და რა თქმა უნდა, თვისთვის უზარმაზარი ხელფასების დარიგება და გამოწერა.

ხელფასები ეზრდებათ და ამით სარგებლობენ „ქართული ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები ერთის მხრივ და მათი პარტაქტივი, რომელიც ისე არის ჩამალული ბიუჯეტის სხვა და სხვა მუხლებში, სხვა და სხვა სიპებსა და აიპებში, რომ ამას გამჭვირვალედ ვერავინ ვერ ვუყურებთ და სინამდვილეში სწორედ „ქართული ოცნების“ პარტაქტივისა და აი, ამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხარჯზე იჭმება ის ფული, რომელიც საზოგადოებას აკლდება საბოლოო ჯამში, რომელიც ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს ლარს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...