ჭიაბერაშვილი: გახარია არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის გაფუყული მატყუარაა

ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს”წევრმა, დეპუტატმა ზურაბა ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ევროპული საქართველო არ დაესწრება.

“ევროპულმა საქართველოს” საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა გიორგი გახარიას სახე. ის რანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის არის ერთი გაფუყული მატყუარა, რომელიც თავხედურად იტყუება ტრიბუნიდან და ის არის პასუხისმგებელი ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაზე.

“დღეს აქ ქართულმა ოცნებამ რა მასკარადიც არ უნდა ჩაატაროს, მე ვფიქრობ რომ ეს არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. რა კითხვებიც​ არსებობს გახარია მიმართ, ძალიან ნათელია, ეს უკავშირდება გავრილოვის სისხლიან ღამეს,ია კერზაიას, სარალიძის და სხვა ძალიან ცნობილ საქმეებს, სადაც პირდაპირ არია გახარია პასუხისმგებელი და რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას, ეს ასახულია სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე, ეს არის სრული უპერსპექტივობა ჩვენი ქვეყნის, სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების ზრდა და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვიდრე “ქართული ოცნება” მართავს ამ ქვეყანას ადამიანების, ამ გაჭირვების და სიღარიბის საშველი არ იქნება.

ამიტომ გამოსავალი არის საპარლამენტო არჩევნების გზით, ივანიშვილის და ქართული ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ეს საზოგადოებამ იცის და ამიტომ, ამ მასკარადში მონაწილეობა აუცილებელი არ არის, მაგრამ არ უნდა ეგონოს გახარიას, “ქართული ოცნებას” და ივანიშვილის, რომ ჩვენ რაიმე ტიპის კომფორტს შევუქმნით. ყველა ის ტყუილი რაც ამ გაფუყულმა მატყუარამ დაახეთქა გუშინ, გუშინწინ და ნებისმიერ დღეს იქნება ყოველდღიურად შეფასებული ჩვენს მიერ და “ევროპული საქართველო” ყველა ტყუილს საზოგადოებას გააცნობს, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის სიღარიბეზე, საგარეო ვალზე და ყველაფერ იმაზე რასაც “ქართული ოცნება” 7 წლის მანძილზე აკეთებს” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...