ჭიაბერაშვილი: დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ივანიშვილის სურვილების აღსრულებაზე

“დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აღასრულოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები”,-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა

„ეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს და სასამართლოს რეფორმირების შესაძლებლობას სპობს, რომ ზაზა სარალიძემ და მისმა მსგავსმა ადამიანებმა სამართალი იპოვონ ამ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ეს კონსტიტუცია ინარჩუნებს იმ უსამართლო საარჩევნო სისტემას, რომლის წყალობითაც “ქართულმა ოცნებამ”, თუნდაც 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა,დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აღასრულოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად