ჭიაბერაშვილი: დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი ივანიშვილის მაფიოზური რეჟიმის დასრულებაში მონაწილეობას მიიღებს

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განცხადა.

“6 წელიწადნახევარი ვანო მერაბიშვილი იყო უკანონო პოლიტიკური პატიმარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული აქვს. ამდენ ხანსაც რომ ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს ცალკე დარღვევაა.

ბუნებრივია მერაბიშვილი თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მას ახლა სჭირდება უამრავ ადამიანთან შეხვედრა, გააზრება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ოპოზიცია დღეს მაგიდის გარშემო ერთიანად ზის იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო, მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ამაში. მაგრამ რა ფორმით და როგორ, ამას თავად გადაწყვეტს. წინასწარ რაიმე კომენტარი უადგილო მგონია,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად