ჭიაბერაშვილი: არავის ეპარება ეჭვი რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილსმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

“არავის არ ეპარება ეჭვი რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა. ყოველთვის ამა თუ იმ პიროვნების დაჭერას წინ უძღვის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცენბის” სხვა წარმომადგენლების მკაფიო განცხადება და შემდეგ მოყვება საქმეში პროკურატურის და შსს ჩართულობა, ასევე მათი ყურმოჭრილი სასამართლოც”,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად