ჭიაბერაშვილი: არ მივცემთ საბაბს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდონ

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების რომელიმე პროექტი მაინც დაამტკიცოს.

“ისმის რა, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ მათ არანაირ საბაბს, იმისათვის რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქართველი ხალხის, ჩააგდონ. ამიტომ, “ევროპული საქართველო” მხარს დაუჭერს, როგორც ოპოზიციური სპექტრის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და ეს, კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი წნეხი „ქართული ოცნებისთვის,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად