ჭავჭავაძისა და სანდრო ეულის ქუჩებზე 34 ძირი მწვანე ნარგავია მოჭრილი

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე თვითნებურად მოჭრილია 34 ძირი მწვანე ნარგავი, რის შედეგადაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 176 ლარს შეადგენს.

ხეების უნებართვო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც თვითნებურად მოჭრილია ოთხი წიწვოვანი ნარგავი (ფიჭვი). ამშემთხვევაში ზიანის ოდენობა 2 976 ლარს შეადგენს. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. საქმე რეაგირებისთვის უკვე გადაეცაზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების უნებართვო ჭრა მკაცრად გაკონტროლდება დაყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად