ჭავჭავაძის N56-ში მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჭავჭავაძის N56-ში მრავალბინიანი სახლის დაზიანებული ქანობიანი გადახურვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა, რისთვისაც გამოიყო 24 746 ლარი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად