ჭავჭავაძის N50-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N50-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება.

შიდა ეზოს ტერიტორია მოწესრიგდება, რბილ საფარზე მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სივრცეში განთავსდება სხვა ურბანული ავეჯი, დამონტაჟდება განათების და სარწყავი ქსელები, საფეხმავლო ბილიკები, წყლის ე.წ. „სოკო“, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე, დაიყრება მულჩი.
პროექტის ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და დასასვენებელი სივრცის პროექტი გააცნო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად