ჭარხალაშვილი “ოცნების” დეპუტატებს: პარლამენტში თქვენი დღეები იქნება ძალიან დიდი დისკომფორტი!

ამის შესახებ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ერთერთმა დამფუძნებელმა და აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა, პარლამენტია შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“აუცილებლად გადაიხდით პოლიტიკურ ფასს, თქვენ ჩაერთეთ რუსეთის დავალებებში. თქვენ გავრილოვის და კრემლის დავალებებს ასრულებთ. დიახ, გავრილოვმა თქვა რომ უნდოდა დაესაჯა მიტინგის ყველა მონაწილე, რომ გახარია უნდა დაეწინაურებინათ, რადგან მან ღირსეულად დაიცვა რუსული ინტერესი. თქვენ, ამ რუსული ინტერესების დაცვას აუცილებლად შეეწირებით.

ბიძინა ივანიშვილო, კიდევ ერთხელ გეუბნები, შენი ორღობე საქართველო არასდროს არ გახდება. ჩვენ ვიბრძვით რომ საქართველო არ დარჩეს გეოგრაფიულ წერტილად. ანა ჭარხალაშვილი გპირდებით თოთოეულ დეპუტატს ქართულ ოცნებაში, თქვენი თითიეული დღე პარლამენტში იქნება ძალიან დიდი დისკომფორტი”-განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

ცნობისთვის, 76 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

“სირცხვილიას”-აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ პრემიერის პოსტზე ინიშნება გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას 2 თვეზე მეტია ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად