ჭანტურიამ, ხეცურიანმა და ხიდაშელმა სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვეს

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად 30-ზე მეტი პირია დასახელებული. თუმცა, რამდენიმე მათგანმა სასამართლოს თავმჯდომარის პორტფელზე უარი განაცხადეს. 

"ამ ეტაპისთვის, სადღაც 50-მდე წარდგინებაა შემოსული, რომლითაც 30-ზე მეტი პირია დასახელებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. თუმცა, ამ ეტაპზე ეს სია საჯარო ვერ გახდება, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მიდის კომუნიკაცია ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. რამდენიმე წარმოდგენილმა დასახელებულმა პირმა უარი განაცხადა. მაგალითად ჯონი ხეცურიანმა, ლადო ჭანტურიამ, თინა ხიდაშელმა, იური ტაბუცაძემ. შესაბამისად დასახელებულ პირებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ეს სია საჯარო გახდება“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად