ჭადრაკში ევროპის პირველობის მე-7 ტურში საქართველოს და უკრაინის ქალთა გუნდების შეხვედრა ფრედ დასრულდა

სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეშვიდე ტურში უკრაინის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

ლელა ჯავახიშვილი – იულია ოსმაკი 0,5:0,5
ნატალია ბუკსა – მერი არაბიძე 0,5:0,5
სალომე მელია – ინა გაპონენკო 0,5:0,5
ნატალია ჟუკოვა – სოფიო გვეტაძე 0,5:0,5

შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 11 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერს, რუსეთის ნაკრებს, სამი ქულით ჩამორჩება

საფრანგეთის და საქართველოს კაცთა ნაკრები გუნდების შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა

ალირეზა ფიროუზა – ბაადურ ჯობავა 1:0
თორნიკე სანიკიძე – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი 0,5:0,5
ეტიენ ბაკრო – ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5
გიგა ყუფარაძე – მაქსიმ ლაგარდი 0,5:0,5

შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს კაცთა ნაკრებს ქულა აქვს 8 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანის და უკრაინის ნაკრებ გუნდებს სამი ქულით ჩამორჩება

კომენტარები
იტვირთება...