ჭადრაკში ევროპის პირველობის მე-6 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთის გუნდი დაამარცხა, კაცებმა კი თურქეთს სძლიეს

სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეექვსე ტურში პოლონეთს სძლია

იოლანტა ზავადსკა – ნანა ძაგნიძე 0,5:0,5
ლელა ჯავახიშვილი – კარინა ციფკა 1:0
ოლივია კიოლბასა – მერი არაბიძე 0,5:0,5
სალომე მელია – მონიკა სოჩკო 0,5:0,5

ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 10 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ რუსეთის ნაკრებს ორი ქულით ჩამორჩება

საქართველოს კაცთა ნაკრებმა მეექვსე ტურში თურქეთი დაამარცხა

ბადურ ჯობავა – მუსტაფა ილმაზი 1:0
მუჰამედ ბატოჰ დასტანი – ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5
ლევან ფანცულაია – ემრე კანი 0,5:0,5
ვაჰაპ სანალი – გიგა ყუფარაძე 0,5:0,5

ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს კაცთა ნაკრებს სამი გამარჯვება, ორი ფრე და ერთი დამარცხება აქვს და პირველ ადგილზე მყოფ რუსეთის ნაკრებს ორი ქულით ჩამორჩება

კომენტარები
იტვირთება...