ჭადრაკში ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს მოჭადრაკე ქალთა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-9 ტურში საფრანგეთის ნაკრებს სძლია

ნანა ძაგნიძე – მარი სებაგი 0,5:0,5
პოლინ გიშარი – ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5
მერი არაბიძე – სოფი მილიეტი 0,5:0,5
ანდრეა-კრისტიანა ნავროტესკუ – სოფიო გვეტაძე 0:1

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე გამართული 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 1 წააგო და 15 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა.

საპრიზო სამეული
1. რუსეთი – 18
2. საქართველო – 15
3. აზერბაიჯანი – 12

1992 წლიდან დღემდე 14-ჯერ გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ერთხელ (1997  –  მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქაეთევან არახამია) ოქროს, 6-ჯერ ვერცხლის და 2-ჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პოლონეთის და საქართველოს კაცთა ნაკრები გუნდების შეხვედრა პოლონეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

ბაადურ ჯობავა – იან-კშიშტოფ დუდა 0:1
თორნიკე სანიკიძე – რადოსლავ ვოიტაშეკი 0:1
კასპერ პიორუნი – ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5
გიგა ყუფარაძე – ვოიცეხ მორანდა 0:1

საქართველოს კაცთა ნაკრებმა შეჯიბრება ჩემპიონატზე 9 შეხვედრიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო და 10 ქულა დააგროვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოჭარდაკე კაცების ნაკრები ათეულს მიღმა, მე-11 ადგილზე გავიდა.

საპრიზო სამეული
1. უკრაინა – 14
2. საფრანგეთი – 14
3. პოლონეთი – 13

კომენტარები
იტვირთება...