ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა შორის საქართველოს ნაკრები დაწინაურდა

ბათუმში, დღეს, ჭადრაკში ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქალები

საქართველო – რუმინეთი 3:1. გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.

საქართველო 2 – ისრაელი 2:2. გაიმარჯვეს ნინო ბაციაშვილმა და
ნინო ხომერიკმა, დამარცხდნენ სოფიკო ხუხაშვილი და მირანდა მიქაძე.

საქარველო ახალგაზრდული – ხორვატია 2:2. გაიმარჯვეს ლილე ქორიძემ და დიანა ლომაიამ, დამარცხდნენ თამარ ესაძე და ნია დონგვანი.

კაცები

საქართველო – გერმანია 2:2. გაიმარჯვა ივან ჩეპარინოვმა, დამარცხდა ლევან ფანცულაია, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ.

საქართველო ახალგაზრდული – კოსოვო 2,5:1,5. მოიგო პარტია ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნოე თუთისანმა, გიორგი სიბაშვილმა და ლუკა ობოლაძემ.

სამი ტურის შემდეგ ტურის შემდეგ ქალებში უდანაკარგოდ ლიდერობენ საქართველოს, რუსეთის და იტალიის ნაკრები გუნდები. კაცებში 6-6 ქულით სომხეთის, უკრაინის და ნიდერლანდების ნაკრები გუნდები დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად