ჭაბუკთა შორის მოჭიდავემ მირიან მაისურაძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თბილისში სპორტის ახალ სასახლეში მიმდინარეობს ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

76 კვ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძე რუსი მეტოქე კამიუ აბდულჯამალოვი ანგარიშით 11:9 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

პირველ ეტაპზე მაისურაძემ 1:55 წუთში წმინდად დაამარცხა იტალიელი სალვატორე დიანა, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ანდრეი გიკას 3-2 სძლია.

ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა სომეხი არტურ ამაგიანი 2:47 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად