ჭაბუკმა მოჭიდავეებმა რუმინეთში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

რუმინეთში დასრულდა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი Constantin Alexandru & Ioan W. Popovici თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 71 ჭაბუკი მოჭიდავე ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას 45-48-51-55-60-65-71-80-92-110 კგ წონით კატეგორიებში. ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი ყაზახეთს ჰყავდა – 27 მოჭიდავე, ყველაზე მცირერიცხოვანი კი საბერძნეთს – 1 მოჭიდავე. მათთან ერთად გამოდიოდნენ ჭაბუკები საქართველოდან (14), ბულგარეთიდან (8), მოლდოვადან (8), უნგრეთიდან (4), საფრანგეთიდან (4), ლიეტუვადან (3) და რუმინეთიდან (2).

ქართველმა მოჭიდავეებმა სამი ოქროს – ბეჟან ბარსონიძე (55კგ), დავით კუჭუაშვილი (71კგ), გიორგი ჩიხრაძე(110კგ), ერთი ვერცხლის – გიგი ქურხული (60კგ) და ორი ბრინჯაოს მედალი და მოპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად