თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე 11 დღით მოძრაპბა გადაიკეტება

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 11  ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაიკეტება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები მოძრაობას ტეხურასა და ჩიქოვანის ქუჩების გადაკვეთაზე დაასრულებენ. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად