კიკვიძის პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა

“თბილისობა 2018”-ის ფარგლებში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის დასრულების შემდეგ, სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფი “ფრანის” წევრებმა იზრუნეს.

თბილისობის დღესასწაული სტუმრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ მიულოცა.

“კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა იყო შექმნილი. გასული წლის მსგავსად, წელსაც ჩვენს რაიონში ჩატარდა “ფერების ფესტივალი”. ძალიან ლამაზი სანახაობა გამოვიდა. ყველაზე ფერად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებთან ერთად უფროსი თაობის წარმომადგენლებიც გვესტუმრნენ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ თბილისობა”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნული ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად