თბილისის ბოტანიკური ბაღში პურის ფესტივალი ჩატარდება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 20-21 ოქტომბერს პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის კოლექციაში არსებული უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული  მარცვლოვანი კულტურები.

გარდა ბოტანიკური ბაღის მარცვლოვანი კულტურებისა, ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური პური, რომლის წარმოებაც საქართველოში ხორციელდება.

გამოფენა 20 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიხსნება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად