Tbilisi Pride: ღირსების მარშის ჩატარებაზე დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ

“თბილისი პრაიდი” ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

📢 მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ხვალ ღირსების მარშია!
✊ ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.
👉 ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.
❗ აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
✨ 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ.
👉 გელოდებით ღირსების მარშზე!” – ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები სახელმწიფოსგან მოითხოვენ არ ჩატარდეს “ღირსების მარში”. 

მუსლიმთა სამმართველო “ლგბტქ+ პრაიდზე”: ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით

თბილისის დიდი სინაგოგა: ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. “პრაიდის” ჩატარება

საპატრიარქო ელჩებს და ევროპარლამენტარებს: თავი შეიკავეთ “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერისაგან

 

კომენტარები
იტვირთება...