Tbilisi Pride: ანა სუბელიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მოვითხოვთ, თავდამსხმელები დაუყოვნებლივ დააკავონ!

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. Tbilisi Pride-ი თავდამსხმელების დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვს.

“ანა სუბელიანი გადაყვანილია საავადმყოფოში. მოვითხოვთ დაუყონებლივ დააკავონ თავდამსხმელები !!!,-წერს თბილისი პრაიდი სოციალურ ქსელში.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მანამდე, ანა სუბელიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“სასწრაფოს მანქანაში ვარ, კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი. ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი.

მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და პოლიციამ მათ შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად