tbcresearch-ის ახალი ანგარიში: მაისში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ექსკურსიების რიცხვი მაისში 18%-ით გაიზარდა, წინა თვეებში დაფიქსირებულ სუსტ მაჩვენებლებთან შედარებით. ვიზიტორების საერთო რიცხვმა სრული 14.2%-ით მოიმატა, მაშინ როცა ერთდღიანი ექსკურსიების რაოდენობა წლიური 6.7%-ით გაიზარდა.

მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აშშ დოლარში წლიური 16.0%-ით გაიზარდა, ევროსა და ლარში კი – ამ შემოსავლების ზრდა 22.8%-სა და 29.8%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება რეგიონებს, ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორების რიცხვის ზრდა სტაბილურად მზარდია და წლიურ 19.3%-ს გაუტოლდა. ამავე დროს, ასეთი მკვეთრი ზრდა დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა (წლიური +26.3%) გამოიწვიეს, ძირითადად ზრდის ხარჯზე რუსეთთან (წლიური +53.2%), სომხეთთან (წლიური +15.4%), ყაზახეთთან (წლიური +84.6%) და უკრაინასთან (წლიური +17.7%) მიმართებაში. სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა წლიური 8.8%-ით შემცირდა, რაც აიხსნება თურქეთიდან (წლიური -14.0%) და ირანიდან (წლიური – 64.9%) შემოსული ტურისტების რაოდენობის შემცირებით. თუ ამ ორი ქვეყნის მონაცემებს არ გავითვალისწინებთ, ვიზიტორების საერთო რიცხვმა 18.8%-ით მოიმატა ნაცვლად 14.2 %.

საჰაერო გზებით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა წლიური 19.2%-ით გაიზარდა. ამ ტიპის ვიზიტორები ყველაზე მეტს ხარჯავენ და ისინი ტურისტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 41.0%-ს შეადგენენ.

რეგიონალურ აეროპორტებში ზრდა სოლიდურ მაჩვენებლებს აღწევს: ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენების რაოდენობა წლიური 38.7%-ით, ხოლო ბათუმის აეროპორტში – 24.1%-ით გაიზარდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი თბილისის აეროპორტში მხოლოდ წლიური 16.4%-ის ტოლია. თუ ვიზიტორების საერთო რაოდენობაში რეგიონალური აეროპორტების წილი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, მიმდინარე ინვესტიციები რეგიონალური აეროპორტის სტრუქტურასა და ახალი, უფრო ხელმისაწვდომი ფრენების დაგეგმილი დამატება ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას.

წყარო: GNTA-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის, თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის შეფასებები. მეტი ინფორმაციისათვის გამოიწერეთ https://www.tbcresearch.ge/ ანგარიშები, მხოლოდ იმეილის მითითებით subscribe სექციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...