A1 ბანერი

TBC: ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, თიბისი ბანკი არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი

ამის შესახებ ნათქვამია “თიბისი ბანკი”-ს აჯარო განცხადებაში, რომელიც პროკურატურის მიერ დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

“თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას”, -ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში, რომელის სრული ვერსი შეგიძლიათ იხულოთ აქ: “თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...