თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

გუნდური მესამე ადგილით დაასრულა გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი.

საქართველოს ნაკრებმა პლანეტის პირველობაზე სულ 4 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდა, ვერცხლი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) მოიპოვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობდა. ბრინჯაოს მედლები კი დღეს ზურა იაკობიშვილმა (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) აიღეს.

პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა, მეორეზე კი – ამერიკის შეერთებული შტატები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად