ტატუნაშვილი: აუტანელია ის ფაქტი, რომ დამნაშავეები ამ დრომდე დასჯილი არ არიან

ამის შესახებ ოკუპანტების მიერ 2 წლის წინათ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ ჟურნალისტებს განუცხდა.

“რაც დრო გადის უფრო და უფრო აუტანელი ხდება ჩემი შვილის გახსენება. აუტანელია ის,რომ არცერთი დამნაშავე დასჯილია არაა, ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე. კი არიან მიცემული პასუხისგებაში, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად,”- განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად