ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრიზე დღეს 63-70კგ წონითი კატეგორიების ქალები და 73-81 კგ წონითი კატეგორიების კაცები იბრძოდნენ მედლების მოსაპოვებლად.

81 კგ წონით კატეგორიაში კარგად იასპარეზობს ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე და მესამე წრეში კი იპონით სძლია ჯერ ხორვატ დომინიკ დრუჟეტას, შემდეგ კი იტალიელ ანდრეა რეგისს და პულის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ირანელი საედ მოლაი იყო.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ტატო გრიგალაშვილი ფლობდა ინიციატივას, თუმცა მოხდა ისე, რომ გამოცდილმა ირანელმა თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენა, ვაზარი აიღო და შემდეგ არასპორტული ხერხით, კერძოდ, ბრზოლისგან ასკარად თავის არიდებით და აქტივობის სიმულაციით, შეძლო გამარჯვების მოპოვება.

რეპეშაჟში გადასულმა ტატო გრიგალაშვილმა ბრაზილიელი ლეანდრო გილჰეირო დაამარცხა ვაზარით და ბრინჯაოს მედლისთვის შვედ რობინ პაცეკს შეხვდა და ერთ არასრულ წუთში ვაზარს იპონი მიაყოლა.

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში მოასპარეზე ზებედა რეხვიშვილმა პირველ შეხვედრაში მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა მეტოქე ბურუნდელი სამუეკ კვიტონდა, მეორ შეხვედრა კი სამი შიდოთი წააგო ბელგიელ ტიმო კაველიუსთან
ზებედა რეხვიაშვილი – სამუელ კვიტონდა (ბურუნდი).

70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ გაბონელ კარენე აგონო ვორას იპონით სძლია, მაგრამ მეორე შეხვედრაში დამარცხდა მასპინძელ ბარბარა მატიკთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად