ტატო გრიგალაშვილმა რუსების ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

დიუსელდორფში გრან სლემის მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.

81კგ წონით კატეგორიის ფინალური შეხვედრა ტატო გრიგალაშვილს და რუსების ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევს შორის ტატო გრიგალაშვილის გამარჯვებით დასრულდა და ის დიუსელდორფის გრან სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
 
 
შეგახსენებთ, რომ დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე, ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე ორთაბრძოლები მოუგო რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორე ნაგასეს, იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს, გერმანელ ალექსანდ ვიჩერჩაკს და ყირგიზ ვლადიმირ ზოლოევს.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად