ტატო გრიგალაშვილმა ოქროს, ვლადიმერ ახალკაცმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის 81 კგ წონითი კატეგორიიის ფინალში ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი შეხვდნენ.

ოქროს დროის მე-14 წამზე აღებულმა ვაზარმა ევროპის ჩემპიონობა და ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილს მოუტანა. ვლადიმერ ახალკაცი ვიცე ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა 3 ოქრო – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ), ტატო გრიგალაშვილი, 1 ვერცხლი – ვლადიმერ ახალკაცი და 1 ბრინჯაო – მარიამ ჭანტურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად