ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა! (ვიდეო)

ბუდაპეშტში ძიუდოისტთა გრან-პრიზე დღეს 73-81კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოდნენ მედლებისთვის

გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეებს ტოლი არაფერში დაუდო 19 წლის ტატო გრიგალაშვილმა, ბრწყინვალე სტილში სძლია ყველა მეტოქეს და ბუდაპეშტის გრან-პრის ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში ესპანელ იგორ ჰერერო ზაპირაინს ვაზარი აუღო, შეხვედრის დასრულებამდე 1წუთით და 38 წამით ადრე ილეთის ჩატარების დროს მეტოქე ჩოქბჯენში აღმოჩნდა და მან ტატოს დამსახურებით, დარჩენილი დრო უშედეგოდ მოანდომა ჩოქბჯენიდან გამოსვლას.

მომდევნო ორ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილმა იტალიელი კრისტიან პარლატის და პორტუგალიელი ანრი ეგუტიძისგან გაშვებუულ ვაზარებს იპონებით უპასუხა და პულის ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა და მას უილეთო შეხვედრაში ოქროს დროის მე-4 წუთზე ვაზარით მოუგო.

ნახევარფინალური შეხვედრა ტატომ მასპინძელთა იმედს, ატილა უნგვარის იპონით მოუგო და ფინალში ბრაზილიელ ჟოაო მაცედოსთან ჭიდილში გამოვიდა გამარჯვებული

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად