ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 73-81კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაებნენ ასპარეზობაში

81კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში რუსეთის ნაკრების პირველ ნომერს, ასლან ლაპინაგოვს შეხვდა და უილეთო შეხვედრის ოქროს დროში, როდესაც ორივეს ორ-ორი შიდო ჰქონდა, მესამე შიდო მიიღო.

ამავე წონაში ტაო გრიგალაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, 2015 და 2017 წლების მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორე ნაგასეს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა იგი.

მორიგ შეხვედრას ტატო გრიგალაშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან გამართავს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად