ტატო გრიგალაშვილმა მეორე შეხვედრა მოიგო და პულის ნახევარფინალშია (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 73-81კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები განაგრძობენ შეხვედრებს.

81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა, პირველ შეხვედრაში რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონის, იაპონელი ტაკანორე ნაგასეს ძირითადი დროის ბოლო წამს ვაზარით დამარცხების შემდეგ, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო შეხვედრის მესამე წუთის დაწყებისთანავე დაამარცხა იპონით.

პულის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს ალექსანდრ ვიჩერჩაკს შეხვდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად