ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსზე რუს ალან ხუბეცოვს სძლია და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მასტერსის მეორე დღის შეხვედრები მიმდინარეობს

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა (N16) ოქროს დროში ვაზარით წააგო შეხვედრა ისრაელელ ტოჰარ ბუტბულთან (N6)

81 კგ წონით კატეგორიაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ირანელს, ამჟამად მინღოლეთის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაის (N6) შეხვდა და მე-4 წუთის მიწურულს იპონით დამარცხდა.

ამავე წონაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა (N8) პირველ წრეში უნგრელ ატილა უნგვარს ოქროს დროში ვაზარით მოუგო, მეორე წრეში 37 წამში დასცა იპონზე იტალიელი ანტონიო ესპოზიტო (N31), პულის ფინალში კი რუს ალან ხუბეცოვს (N17) სძლია ვაზარით.

ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი კორეელ სუნჰო ლის (N34) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად